ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა ოფიციალური წერილით მიმართა ევროკომისიას შეკითხვით - იღებს თუ არა პასუხისმგებლობას საფრანგეთსა და იტალიაში განვითარებულ ძალადობრივ აქციებთან დაკავშირებით. ასევე, ტელეკომპანია დაინტერესდა, რა პოზიცია აქვს ევროკომისიას საერთაშორისო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, თუმცა ამ დრომდე მათგან პასუხი არ მიუღია.
ცნობისთვის, ევროკომისია მორიგ სკანდალში ეხვევა - საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, სწორედ ევროკომისია აფინანსებდა საფრანგეთსა და იტალიაში ძალადობრივ არეულობებთან დაკავშირებულ 5 ორგანიზაციას. საგამოძიებო მასალებს ამ თემაზე პოლონური Visegrad 24, ესპანური La Gazzetta და ბელგიური Brussels Signal ავრცელებს.
საუბარია ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ადამიანის უფლებათა დაცვის წამყვან ორგანიზაციებსა და პროფკავშირზე, მათ შორის, საფრანგეთის ადამიანის უფლებათა ლიგაზე, საერთაშორისო ფედერაციასა და იტალიურ გაერთიანებებზე.
გამოცემები წერენ, რომ აღნიშნულ ორგანიზაციებს ევროკავშირისა და სოროსის ფონდებისგან მილიონობით ევრო და შვეიცარიული ფრანკი აქვთ მიღებული, რაც აქციებზე არეულობას მოხმარდა.