27 ოქტომბერი 2026,   03:49
ვრცლად
ირაკლი კირცხალია: მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა, ვნახეთ, როგორ ჩაიფუშა და გაქრა ის ე.წ. მუხტი, რომელსაც ისინი მუხტს ეძახდნენ

მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა - ასობით მილიონი ევრო თუ დოლარი, ვნახეთ, თუ როგორ ჩაიფუშა და გაქრა ის ე.წ. მუხტი, რომელსაც ისინი მუხტს ეძახდნენ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" სათავო ოფისში უმრავლესობის სხდომის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის აქცია იდგა "მხოლოდ და მხოლოდ დაკვეთაზე და ბინძურ დაფინანსებაზე".

"იყო საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელიც რაღაც კუთხით თავიანთ პატრონებთან, დირიჟორებთან ერთად ცრუ აღქმებით, ცრუ სცენარებით შეიყვანეს შეცდომაში და რა ქნეს შემდეგ? - ფაქტობრივად, ის პროცესი, რომელიც დღეს მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თითოეული მათი ქმედებით, რაც დღეს ძალიან კარგად განიმარტა, სწორად და თანმიმდევრულად, მოპოვებული მანდატები, რომელიც მათ საზოგადოებამ მიანიჭა, უბრალოდ დახიეს და გააუქმეს, ის ნდობა გაანულეს", - განაცხადა კირცხალიამ.

მისივე თქმით, ოპოზიციის ნაწილი შემდეგ პარლამენტში შევიდა, თუმცა საქმიანობა ისევ არაღიარებით და დესტრუქციით გააგრძელეს. კირცხალიამ აღნიშნა, რომ ხუთი აგენტურული დანაყოფის ერთობლივად ორგანიზებულ აქციაზე როდესაც იკრიბება იმ რაოდენობის ხალხი, რაც გუშინ იყო, ეს მათთვის ახალი არ არის.

დღის ამბები