27 ოქტომბერი 2026,   03:23
ვრცლად
მეც მგონია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დროს, ადამიანის უფლებების დარღვევა იყო სისტემური და სისტემატური, იყო ადამიანის სიცოცხლის მოსპობის ბევრი შემთხვევა - ვახუშტი მენაბდე

იურისტმა, "მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის" დამფუძნებელმა, ვახუშტი მენაბდემ, "რუსთავი 2"-ის გადაცემაში "დებატები" განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დროს, ადამიანის უფლებების დარღვევას სისტემური და სისტემატური ხასიათი ჰქონდა.

"მეც მგონია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დროს, ადამიანის უფლებების დარღვევა იყო სისტემური და სისტემატური. იყო ბევრი შემთხვევა ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, რომელიც უკავშირდებოდა "ნაციონალური მოძრაობის" სამართალდამცავ სისტემას,"- განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

დღის ამბები