27 ოქტომბერი 2026,   07:28
ვრცლად
დაკავება ნარკოდანაშაულის საქმეზე - 30 წლის ქალის საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცველებმა 626 აბი "მეთადონი" ამოიღეს

30 წლის ქალს ხელბორკილები ნარკოდანაშაულისთვის დაადეს და სახლიდან პირდაპირ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

პოლიციას ოპერატიული ინფორმაცია ჰქონდა, რომ ახალგაზრდა ქალი ნარკოტიკების რეალიზაციის სქემაში იყო ჩართული და უახლოეს დღეებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" გავრცელებას გეგმავდა.

ფონიჭალაში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცველებმა 626 აბი "მეთადონი" ამოიღეს. ნარკოდანაშაულის მთავარი ნივთმტკიცება საგულდაგულოდ იყო დამალული.

კადრები სამართალდამცველებმა სახლის ეზოში მიმდინარე ჩხრეკისას გადაიღეს. მასალაში ჩანს, რომ "მეთადონის" აბები ერთ დიდ შეკვრად იყო დაფასოებული. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი პოლიციამ სათავსოდან ამოიღო.

ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიება ფონიჭალაში, ისანი-სამგორის პოლიციის თანამშრომლებმა ჩაატარეს. მტკვრის ქუჩაზე ჩხრეკა რამდენიმე საათს გაგრძელდა.

ნარკოდამნაშავეების დასადგენად და მათ დასაკავებლად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

დღის ამბები