28 ოქტომბერი 2026,   00:25
ვრცლად
ყოველ სამშაბათს, 22:00 საათზე - "რუსთავი 2-ის" ეთერში "ნიჭიერი" მეთორმეტე სეზონით ბრუნდება

დღეს "რუსთავი 2-ზე" ქართულ სატელევიზიო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და ყველასთვის საყვარელი მეგაპროექტი, "ნიჭიერი" იწყება. ყველაზე სახალხო შოუს მაყურებელი, დღეიდან ყოველ სამშაბათს საღამოს 10:00 საათზე ნახავს.

ეს გადაცემის უკვე მე-12 სეზონია. "ნიჭიერის" გუნდი დიდი ხანი მუშაობდა იმისთვის, რომ მაყურებელმა ისტორიული და ყველაზე მასშტაბური ტელეპროექტის გამორჩეული სეზონი იხილოს. არის ბევრი სიახლე და ბევრი სიურპრიზი, ისევ გამოვლინდება ქვეყნის ყველაზე ნიჭიერი, მაყურებელს კი დაუვიწყარი შოუ ელოდება.

ამჯერად პროექტი მაყურებელს განსხვავებულ სანახაობას - შთამბეჭდავ წარმოდგენებს და მოულოდნელ ნომრებს ჰპირდება.

"ძალიან გასართობი სერია გამოდის. დიდი პაუზა გვქონდა "ნიჭიერის," ამ პაუზის დროს მოხდა ის კარგი რამე, რომ დაგროვდა ნიჭიერი კონკურსანტები ყველა სფეროში, საქართველოში. ძალიან კარგი გადაცემა გამოვიდა, იმიტომ, რომ მრავალფეროვანია, გასართობია, მხიარულია, ბევრი სიხარული იქნება. ასევე, იქნება ცოტა სევდიანი მომენტებიც და მაყურებლისთვის, საბოლოო ჯამში, ერთი დიდი დღესასწაული იქნება," - განაცხადა მედიაჰოლდინგის მთავარმა პროდიუსერმა, გიორგი ხაბურზანიამ.

 

ავტორი:  ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები