27 ოქტომბერი 2026,   23:50
ვრცლად
"ევროპის სახალხო პარტიის" ვებგვერდზე აღარ იძებნება დეკლარაცია, რომელსაც ქართულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი 2024 წლის ივნისში მოაწერეს - მმართველი გუნდი EPP-ის ქმედებას საეჭვო გარემოებად აფასებს

რატომ წაშალა "ევროპის სახალხო პარტიამ" ვებგვერდიდან ერთობის დეკლარაცია, რომელსაც ქართული ოპოზიციური პარტიები აწერდნენ ხელს - "ქართულ ოცნებაში" საკონსტიტუციო პროცესის პარალელურად EPP-ის ქმედებას საეჭვო გარემოებად აფასებენ. მათი განცხადებით, ეს დოკუმენტი კიდევ ერთი დასტური იყო, რომ ასაკრძალი ოპოზიციური პარტიები რეალურად ერთ ძალას წარმოადგენენ.

ერთიანობის დეკლარაციას EPP-ის ინიციატივით პარტიებმა ხელი 2024 წლის ივნისში ბრიუსელში მოაწერეს. ამ დოკუმენტით "ნაციონალური მოძრაობა", "გირჩი მეტი თავისუფლება", "ახალი", "ლელო", "დროა" და "სტრატეგია აღმაშენებელი" აცხადებდნენ მიზანს, გაეერთიანებინათ ძალები მომავალ არჩევნებში გამარჯვებისთვის, თუმცა ახლა ეს დეკლარაცია ვებგვერდზე აღარ იძებნება.

დღის ამბები