27 ოქტომბერი 2026,   13:11
ვრცლად
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღეს - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: "მეთადონი", "პრეგაბალინი" და "მარიხუანა".

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები