27 ოქტომბერი 2026,   13:45
ვრცლად
რუსთავში, ლეონიძის სახელობის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება

რუსთავში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის კიდევ ერთი პროექტი სრულდება. ურბანული და სატრანსპორტო თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ, ლეონიძის სახელობის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება.

უკვე დასრულდა სანიაღვრე ქსელის, წყალმომარაგების და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს.

თითქმის 4-მილიონიანი პროექტი სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

დღის ამბები