27 ოქტომბერი 2026,   10:09
ვრცლად
დღეს, რიგით მეორე "თბილისის ფინანსური სამიტი" იწყება

დღეს, რიგით მეორე "თბილისის ფინანსური სამიტი" იწყება. ღონისძიება - ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ფინანსური ტექნოლოგიებისა და ინოვაციური კომპანიების წარმომადგენლებს გააერთიანებს.

მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიების მთავარი თემაა - "რეგიონული ფინანსური დერეფნების განვითარება პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილში".

წლევანდელ სამიტში 60-მდე ქვეყნის 800-ზე მეტი წარმომადგენელი და 100-მდე მაღალი რანგის სპიკერი მიიღებს მონაწილეობას. მონაწილეებს შორის არიან მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებიც.

"დაახლოებით 1 000-მდე სტუმარს ველოდებით მსოფლიოს 60-მდე ქვეყნიდან - დაახლოებით 100-მდე მაღალი რანგის სტუმარსა და სპიკერს. განსახილველი საკითხები ძირითადად არის თანამედროვე ფინანსური სერვისების განვითარება, ფინანსური კავშირების გაღრმავება რეგიონის ქვეყნებს შორის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც უკავშირდება თანამედროვე ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას. კომპანიებს საშუალება ექნებათ ახალი კავშირების დამყარების", - განაცხადა სებ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ედილაშვილმა.

დღის ამბები