სახეობათა აღდგენის პროგრამის ფარგლებში, ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და თბილისის ზოოპარკის სპეციალისტებმა თეთრობის აღკვეთილის ველურ ბუნებაში 10 ნიამორი გაუშვეს.
მიზანი საქართველოში ნიამორის სიცოცხლისუნარიანი პოპულაციის ჩამოყალიბება და სახეობის ისტორიული გავრცელების არეალში აღდგენის ხელშეწყობაა.
ველურ ბუნებაში გაშვების შემდეგ, ნიამორებზე მონიტორინგს შესაბამისი სამსახურები ჯიპიეს საყელურებით, ფოტოხაფანგებით და დრონებით განახორციელებენ.