09 ნოემბერი 2026,   20:08
ვრცლად
მისასალმებელია ჩეხეთის მზაობა, გაიმართოს ორმხრივი მოლაპარაკებები ნებისმიერ დონეზე - ზვიად შალამბერიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი პრაღაში დაიწყო. შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის სპიკერს შეხვდა. ქართული დელეგაცია პრაღაში სწორედ ტომიო ოკამურას მიწვევით იმყოფება.

შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხების გაღრმავება სხვადასხვა სფეროში. დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები ჩეხეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, მისასალმებელია ჩეხეთის მხარის მზაობა, რომ გაიმართოს ორმხრივი მოლაპარაკებები ნებისმიერ დონეზე.

"გარკვეული პაუზის შემდეგ, მისასალმებელია ჩეხეთის მხარის მზაობა, რომ გაიმართოს ორმხრივი მოლაპარაკებები ნებისმიერ დონეზე და ისევე, როგორც სხვა დროს, ჩვენ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ნებისმიერი პლატფორმა, სადაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს და ჩვენს კოლეგებს ვესაუბროთ პირადად იმ საკითხებზე, რომელიც არის პოლიტიკურად მიმდინარე საკითხები ჩვენს ქვეყანაში თუ ეკონომიკური მდგომარეობა, ყოველთვის ძალიან პოზიტიურ შედეგს გვაძლევს და ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი შეხვედრებიც იმავენაირად იქნება ძალიან პოზიტიური, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობისთვის ისე, როგორც იყო სხვა შემთხვევებში", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

დღის ამბები