20 სექტემბერი 2026,   13:56
ვრცლად
დასავლეთში ზოგიერთი პოლიტიკოსი რუსეთსა და NATO-ს შორის კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს - რობერტ ფიცო

დასავლეთში ზოგიერთი პოლიტიკოსი რუსეთსა და NATO-ს შორის კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს, მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის დამარცხების სტრატეგია წარუმატებელი აღმოჩნდა, - აცხადებს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი.

რობერტ ფიცოს თქმით, ევროპა, უკრაინაში ომის შედეგად, ფართომასშტაბიანი კონფლიქტის დაწყებასთან ახლა ყველაზე ახლოს არის.

"უკრაინაში ომის გზით რუსეთის განადგურების სტრატეგიის მარცხმა ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი მიიყვანა დასკვნამდე, რომ თუ მიზნის მიღწევა უკრაინის არმიისა და მისი სრული მხარდაჭერის მეშვეობით შეუძლებელია, მაშინ ყველა ძალისხმევა უნდა მოხმარდეს რუსეთსა და NATO-ს შორის კონფლიქტის გაჩაღებას", – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი არც სლოვაკეთის და არც NATO-ს ომი არ არის.

დღის ამბები