პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ნიკა გვარამიას პასუხობს.
"ეს ნიკა გვარამიას მუქარა ჩემს მიმართ იდოს მაინც აქ, არქივისთვის", - წერს ვიცე-სპიკერი სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.
ცნობისთვის, ნიკა გვარამია ნინო წილოსანს გუშინ ტელეეთერით დაემუქარა. გვარამია ამბობს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბევრ რაიმეს ათქმევინებს კონკრეტულ ადამიანებზე. აქვე, მოუწოდებს, რომ მისთვის ჯობს, ახლა ჩუმად იყოს.