06 სექტემბერი 2026,   07:18
ვრცლად
მუხროვანში საპარაშუტო მომზადების პროგრამის გამოშვების ცერემონია გაიმართა

მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების სარდლობაში, საპარაშუტო მომზადების პროგრამის გამოშვების ცერემონია გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კურსდამთავრებულებმა პრაქტიკული სწავლება ბოლნისში, საპარაშუტო მომზადების სკოლაში ჩაატარეს, სადაც მათ ხტომები პარაშუტით, პარაშუტით და ტვირთით, ბოლოს კი, პარაშუტით, ტვირთითა და იარაღით შეასრულეს.

"საპარაშუტო მომზადების 3-კვირიანი სწავლება თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობას მოიცავდა. პარაშუტისტებმა საფრენ აპარატში მოქმედების, განსაკუთრებული შემთხვევების დროს პარაშუტით ხტომისა და ჰაერში მოქმედების წესები შეისწავლეს.

პარაშუტისტებს სიტყვით სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა მიმართა, კურსის დასრულება მიულოცა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები