აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი - ილია ვერძაძე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს სოციალური ქსელით ეხმაურება:
"საფრანგეთის სენატში 348 წევრია. როდესაც საქმე ქვეყნის უსაფრთხოებას შეეხო, სენატმა ე.წ. "რუსული კანონი" 340 ხმით, 0-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
აი, რატომ არ გვყავს საქართველოში რეალური ოპოზიცია! ეს ფაქტი ზუსტად აჩვენებს, რატომ არის აუცილებელი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი!" - წერს ილია ვერძაძე.