საფრანგეთის ადმინისტრაციულმა სასამართლომ სასწრაფო წესით მიიღო გადაწყვეტილება და შეაჩერა პარიზის პოლიციის განკარგულების მოქმედება, რომლითაც აკრძალული იყო ორგანიზაცია Interfac Île-de-France-ის მიერ დაგეგმილი დემონსტრაცია.
მედიის ცნობით, ეს ორგანიზაცია უნივერსიტეტის გენერალური ასამბლეებისგან ჩამოყალიბებული სტუდენტური ასოციაციაა.
აქცია დღეს, 14:00 საათზე იყო დაგეგმილი. მოსამართლეს არ დაუკონკრეტებია, თუ რატომ გააუქმა აკრძალვა.
როგორც გამოცემა france240-ი წერს, აკრძალვის მოხსნის შემდეგ, სტუდენტები პარიზში აქციის ჩასატარებლად შეიკრიბნენ.