წალენჯიხაში ქალაქის დღესასწაულს აღნიშნავენ. "გრანელობა-წალენჯიხობის" კვირეული, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიწყო და სხვადასხვა ღონისძიებას მოიცავდა, ქალაქის ცენტრში საზეიმოდ დაიხურება. წ
ალენჯიხის მთავარი მოედნის მიმდებარედ მოწყობილია სხვადასხვა სოფლის ეთნოკუთხე, იმართება მეგრული სამზარეულოს მასტერკლასები, სპორტული აქტივობები, კონცერტები.
დააჯილდოებენ საპატიო წალენჯიხელებს, ღონისძიება კი გალაკონცერტით დასრულდება.