22 ოქტომბერი 2026,   23:00
ვრცლად
"ობიექტურად საქმე არის ძალიან მნიშვნელოვანი, უპრეცედენტო, პირველი პრეცედენტია, მაგრამ ამ საფუძვლით საქმის საკონსულტაციოდ გადაგზავნა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სრულიად დაუსაბუთებელია" - რევაზ ნადარაია

"ის რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ჰკითხოს ეროვნულმა სასამართლომ, შეიძლება ერთად იყოს თუ არა, მოპასუხედ ხუთი პარტია, ცოტა არ იყოს, უხერხულიც არის" - ასე ეხმაურება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რევაზ ნადარაია "ლელოს" შუამდგომლობას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას განცხადებით, ნათელია, რომ საქმე არის ძალიან მნიშვნელოვანი და უპრეცედენტო, თუმცა ამ საფუძვლით საკონსულტაციოდ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გადაგზავნა არის სრულიად დაუსაბუთებელი.

"პლენუმმა ადგილზე თათბირით იმსჯელა და დაადგინა, რომ აღნიშნული შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს. შუამდგომლობა მართლაც მოტივირებულია იმით, რომ არ ენდობიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.

მით უმეტეს პროცედურულ ნაწილში საერთოდ დაუსაბუთებელია უნდობლობა. გავიგეთ, რომ ობიექტურად საქმე არის ძალიან მნიშვნელოვანი, უპრეცედენტო, პირველი პრეცედენტია, მაგრამ ამ საფუძვლით საკონსულტაციოდ საქმის გადაგზავნა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, არის სრულიად დაუსაბუთებელი. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ჰკითხოს ეროვნულმა სასამართლომ, შეიძლება ერთად იყოს თუ არა, მოპასუხედ ხუთი პარტია, ცოტა არ იყოს, უხერხულიც არის." - აცხადებს რევაზ ნადარაია.

 

დღის ამბები