აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდ "ჯორჯ ვაშინგტონს" აგზავნის. ის მიმდინარე სამხედრო მისიაში "აბრაამ ლინკოლნს" ჩაანაცვლებს, რომელიც რეგიონში 9 თვეზე მეტია იმყოფება.
მედიის ინფორმაციით, ირანთან სამხედრო მოქმედებების გაჭიანურების გამო ხომალდზე სურსათის დეფიციტია. პენტაგონში ადასტურებენ, რომ მომარაგების შეფერხება ირანთან საბრძოლო მოქმედებებმა გამოიწვია.
გავრცელებული ცნობით, "ჯორჯ ვაშინგტონი" კონფლიქტის ზონაში ერთ კვირაში ჩავა.