04 ივნისი 2026,   14:56
ვრცლად
სტივ ნიკანდროსი: ჩვენს ქართველ მეგობრებს ვეტყვი, დაე, თქვენი დამოუკიდებლობა იყოს შთაგონება, დაე, თქვენმა ერმა გააგრძელოს განვითარება, დაე, საქართველოსა და შეერთებული შტატების მეგობრობა ყვაოდეს და ძლიერდებოდეს

ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი ხანგრძლივი მოკავშირის საქართველოს ურთიერთობები გაძლიერდა არა მხოლოდ დიპლომატიური მეშვეობით, არამედ ადამიანების, მოსწავლეებისა და სტუდენტების, მეწარმეების, ინვესტორების, სამხედროების, რელიგიური საზოგადოებების და უთვალავი პერსონალური კავშირების წყალობით, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში შენდებოდა, - განაცხადა ნავთობკომპანია "ფრონტერას" თანადამფუძნებელმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

სტივ ნიკანდროსის თქმით, ეს კავშირები ხანგრძლივი პარტნიორობის საფუძველს ქმნიან.

"ჩვენ აღვნიშნავთ და, მოდით, აშშ-საქართველოს ურთიერთობების მომავალზე ვისაუბროთ. ეს იქნება მომავალი, რა დროსაც საერთო ფასეულობებს მშენებლობა გაგრძელდება, შეიქმნება ძლიერი სავაჭრო კავშირები, მოხდება ღრმა კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლები, გაძლიერდება თანამშრომლობა და ვაჭრობა ენერგეტიკის, ტექნოლოგიების, ინვესტიციების სფეროებში და შუა დერეფანი განვითარდება.

ეს არის მომავალი, როცა ორი ერი აფასებს თავისუფლებას, სუვერენიტეტს, ეროვნულ იდენტობას და თვითგამორკვევას, აგრძელებს მეგობრობის გაძლიერებას. ჩვენს ქართველ მეგობრებს ვეტყვი, დაე, თქვენი დამოუკიდებლობა იყოს შთაგონება, დაე, თქვენმა ერმა გააგრძელოს განვითარება, დაე, საქართველოსა და შეერთებული შტატების მეგობრობა ყვაოდეს და ძლიერდებოდეს", - განაცხადა სტივ ნიკანდროსმა.

დღის ამბები