02 აგვისტო 2026,   07:46
ვრცლად
საქართველოში იშვიათი ნერვ-კუნთოვანი დაავადებების, მათ შორის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პირებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერისა და სამედიცინო სერვისების პაკეტი მნიშვნელოვნად გაფართოვდა - ეკატერინე შარაძე

"საქართველოში იშვიათი ნერვ-კუნთოვანი დაავადებების, მათ შორის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პირებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერისა და სამედიცინო სერვისების პაკეტი მნიშვნელოვნად გაფართოვდა,", - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილემ განაცხადა.

ეკატერინე შარაძე აღნიშნავს, რომ იშვიათი დაავადებების მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უკვე ამოქმედდა ახალი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება. 

"პაციენტს შესაძლებლობა აქვს წელიწადში ერთხელ სტაციონალური და ორჯერ ამბულატორიული მომსახურება მიიღოს. 

ეს ინიციატივა პაციენტებს სთავაზობს მულტიდისციპლინურ, სრულყოფილ სამედიცინო მეთვალყურეობას - ნევროლოგის, კარდიოლოგის, პულმონოლოგის, ენდოკრინოლოგის, ორთოპედის, გასტროენტეროლოგისა და ნუტრიციოლოგის კონსულტაციებს. ამასთანავე, პროგრამა 100%-ით, სრულად ფარავს ყველა საჭირო კლინიკურ-ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევას, მათ შორის ელექტროკარდიოგრაფიას, ექოკარდიოსკოპიას, ჰოლტერ-მონიტორინგს, სპირომეტრიას, დენსიტომეტრიას, რენტგენსა და სხვადასხვა სპეციფიკურ ანალიზებს. 

ყველა მომსახურება დარგის სპეციალისტების, ექიმების მიერ მოწოდებული საჭიროებაა, რასაც სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს.

მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ექიმებთან ერთად  მონაწილეობას იღებდნენ მშობლებიც და  სხვა დაინტერესებული პირებიც. აღასანიშნავია, რომ ეს ყველაფერი მშობლებთან გამართულ შეხვედრებზე წამოჭრილ საკითხებს  მოიცავს. 

მნიშვნელოვანია  ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ აღნიშნული კვლევები და ექიმების კონსულტაციები პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია ასაკის შეუზღუდავად,"- აღნიშნავს ეკატერინე შარაძე. 

დღის ამბები