აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ირანში "რეჟიმის ცვლილება მოხდა", - წერს CNN-ი.
"რადგან რეჟიმი შეიცვალა, ახალი რეჟიმი წინაზე უფრო ბრძენი უნდა იყოს. პრეზიდენტი ტრამპი შეთანხმებას დადებს. ის მზადაა და მათ იციან შეთანხმების პირობები", - თქვა ჰეგსეთმა.
ჰეგსეთის თქმით, თუ ირანი უარს იტყვის შეთანხმებაზე, აშშ-ის სამხედრო ძალები "გააგრძელებენ შეტევას კიდევ უფრო დიდი ინტენსივობით".
როგორც ამერიკული მედია წერს, ჰეგსეთის კომენტარები, რომლებიც პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კვირას გაკეთებულ განცხადებას იმეორებს.