10 აგვისტო 2026,   11:41
ვრცლად
ირაკლი ქადაგიშვილი ბაჩო ახალაიაზე: ეს სიტყვები ნიშნავს იმ სცენარის აღიარებას, რა სცენარიც 4 ოქტომბრისთვის იყო დაგეგმილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მორიგ მუქარის შემცველ განცხადებაზე, მმართველ გუნდში შეფასებები კეთდება.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ახალაიას სიტყვები იმ სცენარის აღიარებას, რა სცენარიც 4 ოქტომბრისთვის იყო დაგეგმილი.

"ეს სიტყვები ნიშნავს იმ სცენარის აღიარებას, რა სცენარიც 4 ოქტომბრისთვის იყო დაგეგმილი, რომლის განხორციელებაც დაიწყეს, ევროკავშირის მორალურ-პოლიტიკური მხარდაჭერით, რომელიც ჩაუვარდათ და ახლა პასუხისგება უწევთ ამ შეუმდგარი დამხობის სცენარის გამო," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ხელისუფლება უნდა დაემხოს, ქვეყნიდან გაქცეულ მაღალჩინოსნებს კი, ისევ საქართველოში ჩამოიყვანს. კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებების გამო ახალაიას ბრალი უკვე წარდგენილი აქვს. დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

 

 

დღის ამბები