02 აგვისტო 2026,   05:36
ვრცლად
ქარელის მუნიციპალიტეტში ბრეთის, ბებნისისა და რუისის სავარგულები შეუფერხებლად მოირწყვება

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ტაშისკარის სარწყავი სისტემის გამანაწილებელ არხს ნატანი მასისგან წმენდს.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სარწყავი წყლის მიწოდება 65 ჰექტარ მიწის ფართობზე გაუმჯობესდება და შეუფერხებლად მოირწყვება ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების: ბრეთის, ბებნისისა და რუისის სავარგულები. სამუშაოები არხის 2-კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს.

ტაშისკარის სარწყავი სისტემით ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 7000-მდე ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა ირწყვება.

 

დღის ამბები