02 აგვისტო 2026,   01:16
ვრცლად
უჩა ნანუაშვილმა საკუთარი გადაწყვეტილება სუს-ში მისვლაზე შეცვალა და გამომძიებელს განუცხადა, რომ სასამართლოში გამოიკითხებოდა - ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" სუს-ში დაუდასტურეს

ყოფილმა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა საკუთარი გადაწყვეტილება სუს-ში მისვლაზე შეცვალა და გამომძიებელს განუცხადა, რომ სასამართლოში გამოიკითხებოდა - ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

როგორც სუს-ში განაცხადეს, ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი თავდაპირველად სუს-ში მისვლაზე თანახმა იყო, თუმცა მოვიანებით გამომძიებელს დაურეკა და უთხრა, რომ სასამართლოში გამოიკითხებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, უჩა ნანუაშვილი სუს-ში "ეუთო-ს "მოსკოვის მექანიზმის" ექსპერტთან კომუნიკაციის საკითხზეა დაბარებული. საქმე ეხება ოპოზიციის აქტივისტის, დავით ქაცარავას განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ უჩა ნანუაშვილი მას "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მოწმედ გამოკითხვას დაჰპირდა.

 

დღის ამბები