06 აგვისტო 2026,   18:01
ვრცლად
ესტონელებს ყოველთვის აღელვებდათ ქართველი ხალხის მომავალი. ყველა დონეზე ვუჭერდით მხარს, რათა ქართველ ხალხს მიეღო ევროკავშირში გაწევრიანება - ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ. დღის წესრიგით მთავარი თემები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებაა. ასევე, მითითებულია, რომ მინისტრები გერმანიიდან და საფრანგეთიდან მოუსმენენ ინფორმაციას საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების შესახებ. ბრიუსელში საგარეო მინისტრების საბჭოს სხდომა უკვე დაიწყო. მანამდე საქართველოს შესახებ განცხადებები ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ გაკეთდა.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.

"ესტონელებს ყოველთვის ძალიან აღელვებდათ ქართველი ხალხის მომავალი. ჩვენ ყველა დონეზე ძალიან ვუჭერდით მხარს, რათა ქართველ ხალხს მიეღო ის, რაც სურდა – ევროკავშირში გაწევრიანება. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, ვსაუბრობთ გადარჩენის გზებზე, ამიტომ ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოში მიმდინარე მოვლენებით", - აცხადებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა

დღის ამბები