18 ივნისი 2026,   14:31
ვრცლად
დონალდ ტუსკმა ევროკავშირიდან პოლონეთის გამოსვლის რეალური საფრთხის არსებობის შესახებ განაცხადა

პოლონეთის მთავრობის მეთაურმა, დონალდ ტუსკმა ევროკავშირიდან პოლონეთის გამოსვლის რეალური საფრთხის არსებობის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა.

როგორც ტუსკი აღნიშნავს, პოლონეთის გასვლა ევროკავშირიდან "რეალური საფრთხეა", რადგან ამისკენ ისწრაფვიან როგორც უკიდურესად მემარჯვენე-ნაციონალისტური პოლიტიკური გაერთიანებები პოლონეთში, ისე პარტია "კანონისა და სამართლის" წევრების უმრავლესობა.

"ნავროცკი მათი მფარველია. ევროკავშირის დაშლა სურთ: რუსეთს, ამერიკულ MAGA მოძრაობას (დონალდ ტრამპის მოძრაობა) და ევროპულ მემარჯვენე ძალებს ორბანის წინამძღოლობით", - წერს სოციალურ ქსელში ტუსკი.

ამასთან, ხაზს უსვამს, რომ პოლონეთისთვის ევროკავშირიდან გასვლა კატასტროფა იქნებოდა და პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა შეაჩეროს ის ძალები, რომელსაც ამის ინტერესი აქვთ.

დღის ამბები