01 აგვისტო 2026,   22:27
ვრცლად
ზუგდიდის მერი ცაიში-ოქტომბერის დამაკავშირებელ გზაზე, ნაპირდაცვითი გაბიონის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოქტომბერის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ჩხოუშზე, გაბიონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროცესს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა გაეცნო.

ცაიში-ოქტომბერის დამაკავშირებელ გზაზე, ნაპირდაცვითი გაბიონი 180 მეტრზე ეწყობა. აღნიშნული მონაკვეთი დამეწყრილი ზონა იყო და სოფელი ცენტრალურ მაგისტრალს იყო მოწყვეტილი, რის გამოც მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა ექმნებოდა. გაბიონის მშენებლობის შემდეგ მოსახლეობა გზის აღნიშნულ მონაკვეთზე უსაფრთხო გადაადგილებას შეძლებს.

პროექტის ღირებულება 200 000 ლარამდეა და ის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

დღის ამბები