18 ივნისი 2026,   20:10
ვრცლად
Reuters: აშშ "ლუკოილის" აქტივების გაყიდვას აფერხებს

Reuters- წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსული ნავთობგიგანტი "ლუკოილის" საერთაშორისო აქტივების გაყიდვა შეაფერხა, რათა უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში რუსეთზე ზეწოლა მოეხდინა.

Reuters-ის მიერ მოძიებული OFAC დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) გარიგების ვადას 28 თებერვლიდან 1 აპრილამდე გაახანგრძლივებს.

ბოლო კვირების განმავლობაში, ამერიკულმა, რუსმა და უკრაინელმა მთავრობებმა ჟენევაში, აბუ-დაბიში და მაიამიში, უკრაინაში არსებული სიტუაციის მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ მოლაპარაკებებში შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს.

შეხვედრების შესახებ ინფორმირებული სამი წყაროს ცნობით, დისკუსიები ფოკუსირებული იყო აშშ-ის სანქციებზე რუსეთის უმსხვილესი ნავთობმწარმოებლის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული "როსნეფტის" და მისი სიდიდით მეორე ნავთობმწარმოებლის, "ლუკოილის" მიმართ.

ცნობისთვის, აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი მარტშია დაგეგმილი.

დღის ამბები