08 ივნისი 2026,   11:22
ვრცლად
დააკავეს სანიტარი, რომელმაც ბათუმის ერთ-ერთი კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილის მკვლელობა სცადა

დაკავებულია სანიტარი, რომელმაც ბათუმის ერთ-ერთი კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილის მკვლელობა სცადა - ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11.პრიმა 19.109 მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ახალშობილი წევრის მიმართა განზრახ მკვლელობის მცდელობა გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის კლინიკა მედინაში სანიტარმა 22 თებერვალს, გამთენიას საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს ყელის არეში დაზიანებები მიაყენა. არსებული ინფორმაციით, ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

დღის ამბები