18 ივნისი 2026,   19:55
ვრცლად
ტრამპის ახალი ტარიფები მოსალოდნელზე დაბალი განაკვეთით ამოქმედდა - BBC

პარასკევს, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული მასშტაბური იმპორტული ტარიფების დიდი ნაწილი დაბლოკა, რის შედეგადაც,  ძალაში შევიდა ახალი, 10%-იანი გლობალური ტარიფები. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სასამართლოს გადაწყვეტილებიდან სულ რამდენიმე საათში, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას ახალი ტარიფების დაწესების შესახებ, რომელიც 24 თებერვლიდან ამოქმედდებოდა.

ახალი ტარიფის განაკვეთი მოსალოდნელზე დაბალია, რადგან ტრამპმა შაბათს 15%-იანი ტარიფის დაწესება გამოაცხადა. თუმცა, ტარიფის გაზრდის ოფიციალური ბრძანება ჯერ არ გაცემულა. BBC-ი იუწყება, რომ კომენტარისთვის თეთრ სახლს დაუკავშირდა.

"ვფიქრობ, ეს მხოლოდ ქაოსსა და დაბნეულობას გაამწვავებს“, - განაცხადა საინვესტიციო ბანკ ING-ის ანალიტიკოსმა კარსტენ ბჟესკიმ, როდესაც სწრაფად ცვალებად ტარიფებსა და მათ ბიზნესზე გავლენას აფასებდა.

"გაურკვევლობის თვალსაზრისით, ჩვენ ისევ იმ მდგომარეობას დავუბრუნდით, სადაც გასულ წელს ვიყავით. ახლა აშშ-ის სავაჭრო პარტნიორების მხრიდან საპასუხო ზომების უფრო მაღალი რისკი არსებობს", - დასძინა მან.

დღის ამბები