ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა, ხელი მოაწერა სამხედრო ბრძანებას, რომლითაც ხუთი პალესტინის ადგილობრივი ონლაინ მედია პლატფორმა "ტერორისტულ" ორგანიზაციებად გამოაცხადა და განაცხადა, რომ ისინი "ჰამასთან" არიან დაკავშირებული. ინფორმაციის al jazeera ავრცელებს.
ორშაბათს ხელმოწერილი ბრძანების თანახმად, Al Asima News-ი, Quds Plus-ი, Alquds Albawsala, Maraj და Maydan Alquds-ი "ტერორისტული“ ორგანიზაციებია. განკარგულებაში ნათქვამია, რომ ეს მედია საშუალებები გამოიყენება არეულობის წასახალისებლად, განსაკუთრებით იერუსალიმში.
მედიის ცნობით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმ ფონზე, როდესაც მედიასაშუალებები და ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები კვლავ აშუქებენ ისრაელის მიერ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას, მათ შორის, ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიებზე.