18 ივნისი 2026,   20:10
ვრცლად
"პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო" - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო.

BBC-სთან ინტერვიუში, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის შეჩერების ერთადერთი გზა ინტენსიური სამხედრო და ეკონომიკური წნეხია.

"ვფიქრობ, პუტინმა ის [მესამე მსოფლიო ომი] უკვე დაიწყო. საკითხავი ის არის, თუ რამხელა ტერიტორიის მითვისებას შეძლებს და როგორ შევაჩეროთ ის... რუსეთს სურს მსოფლიოს ცხოვრების განსხვავებული წესი მოახვიოს თავს და შეცვალოს ის ცხოვრება, რომელიც ადამიანებმა თავად აირჩიეს", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

დღის ამბები