ლვოვში ტერორისტული თავდასხმის ორგანიზატორი რუსეთია, - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვის დროს ისაუბრა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, საჭიროა მეტი აქტიურობა და ადგილობრივი ხელმძღვანელებისა და სამთავრობო ინსტიტუტების მეტი ჩართულობა, რათა რუსეთის მხრიდან მსგავსი თავდასხმა მაქსიმალურად შემცირდეს.
მივიღე რამდენიმე მოხსენება შინაგან საქმეთა სამინისტროსგან და სხვა სამართალდამცავებისგან, ლვოვში მომხდარი ტერორისტული აქტის გამოძიებასთან დაკავშირებით. რთულია ამას სხვა სახელი დავარქვათ - ეს ნამდვილად ტერაქტი იყო, ცინიკური და სასტიკი. ამჟამად ტერაქტის გარემოებების სრული ანალიზი მიმდინარეობს. თავდასხმა რუსეთის მიერ იყო ორგანიზებული. დღეს დავავალე, რომ მსგავსი დანაშაულების თავიდან ასაცილებლად შემუშავდეს ზომები," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ტერაქტი ლვოვის ცენტრში შაბათის ღამეს მოხდა. 2 აფეთქების შედეგად დაიღუპა 1 პოლიციელი, დაშავდა 25 ადამიანი. აქედან 3-ის მდგომარეობა კრიტიკულია. თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.