სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ უკრაინა თუ ორშაბათამდე არ უზრუნველყოფს რუსული ნავთობის ტრანზიტის აღდგენას სლოვაკეთში, ის სლოვაკეთიდან უკრაინაში ელექტროენერგიის ექსპორტის შეწყვეტას დაიწყებს. რობერტ ფიცომ ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
ფიცომ აღნიშნა, რომ 23 თებერვლამდე უკრაინა თუ არ აღადგენს რუსული ნავთობის ტრანზიტს სლოვაკეთში, მაშინ ის შესაბამის კომპანიებს დაავალებს, იმავე დღეს შეაჩერონ უკრაინისთვის საგანგებო ელექტროენერგიის მიწოდება.
"თუ ზელენსკი ფიქრობს, რომ სლოვაკეთის ნავთობით შანტაჟი უკრაინას ევროკავშირთან დააახლოებს, ის ძალიან ცდება", – აღნიშნა ფიცომ.
როგორც უკრაინული მედია წერს, 2026 წლის თებერვალში, სლოვაკეთიდან უკრაინაში ელექტროენერგიის იმპორტმა დაახლოებით 18% შეადგინა.