ბათუმისა და ქობულეთის ავტოპარკს 18 ერთეული ახალი, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსი შეემატა.
პროექტის ფარგლებში, ბათუმს 10 ერთეული 12 მეტრიანი ავტობუსი გადაეცა. თითოეული მათგანი ერთდროულად 110-მდე მგზავრის მომსახურებას უზრუნველყოფს. ქობულეთის მუნიციპალიტეტს კი, 8 ერთეული ავტობუსი შეემატა, რომლებიც 32 მგზავრზეა გათვლილი.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებული ავტოპარკი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დაათვალიერა.