08 აგვისტო 2026,   12:58
ვრცლად
ოქროს მოპოვების საიდუმლო - სად არის საქართველოში ოქროს ყველაზე დიდი მარაგები?

ბერძენი არგონავტები საქართველოში სწორედ ოქროს მოსაპოვებლად ჩამოვიდნენ. ოქროს მოსაპოვებლად გამოიყენებოდა ცხვრის ტყავი, რომელსაც ხის ნაჭერზე ამაგრებდნენ და მდინარეში დებდნენ, ტყავი ოქროს ძალიან პატარა კენჭებს იკრავდა. ცოტა ხნის შემდეგ კი, ცხვრის ტყავს მდინარიდან იღებდნენ და აშრობდნენ - გაშრობის შემდეგ ოქროს პატარა კენჭები ძირს ცვიოდა. 

Open photo

 

Open photo

"სოფელ ხაიშიდან ენგურის მარცხენა ნაპირის აყოლებით, უშგულამდე, 120 კილომეტრის მანძილზე, მთებში ყველაზე მაღალი - 987 სინჯის ოქროს მარაგია, მეორე მხარეს კი ოდნავ დაბალი - 950-960 სინჯის!"

სვანეთის ოქრო, ბერძნებიდან მოყოლებული, ყველა დამპყრობს იზიდავდა; თუმცა ის მაინც დარჩა და არც მისი მოპოვების წესი შეუცვლიათ - სვანები მას კვლავ შიშველი ხელებით მოიპოვებენ.

Open photo

კოლხეთის სამეფოსა და ანტიკური სამყაროს ურთიერთობა ჯერ კიდევ ქრისტემდე მეორე ათასწლეულში დაიწყო და ცხადია,  სვანური ოქროს საიდუმლო ბერძნებმაც გაიგეს. ისტორიკოსები ფიქრობენ, რომ ბერძნებს ოქროს მოპოვების წესი ოქროს საწმისად ჰქონდათ მოაზრებული. სვანეთში ხომ ოქროს მართლაც ცხვრის ტყავით მოიპოვებდნენ.

Open photo

 

სვანური ლეგენდის თანახმად, კოლხეთიდან გატაცებული ოქროს საწმისი არგონავტებს ენგურში ჩაუვარდათ და დღესაც მის ფსკერზეა. 

Open photo

დადგენილია, რომ სოფელ ხაიშიდან ენგურის მარცხენა ნაპირის აყოლებით, ვიდრე უშგულამდე, 120 კილომეტრის მანძილზე, მთებში ყველგან ყველაზე მაღალი - 987 სინჯის ოქროს მარაგია, მეორე მხარეს კი ოდნავ დაბალი - 950-960 სინჯის! თავად სვანებმა ამ განძის სავაჭროდ გამოყენება დაახლოებით ძვ.წ. VII საუკუნიდან დაიწყეს, როცა შავი ზღვის სანაპიროებზე ბერძნული კოლონიები დაარსდა, მთის მოსახლეობამ საბერძნეთში ოქროთი (მასთან ერთად რკინით, მარმარილოთი, სელით) ვაჭრობას მიჰყო ხელი. ამ დაახლოებას ხელი არ შეუშლია სვანებისთვის (მისიმიელები) მათთვის აჯანყება მოეწყოთ. აჯანყებულები ბერძნებს ბოლომდე შეაკვდნენ და არც ერთი მამაკაცი აღარ დარჩა ცოცხალი. მას შემდეგ XIX საუკუნემდე კოდორის ხეობაში აღარავინ ცხოვრობდა. სვანეთსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ეკონომიკური ურთიერთობები იმდენად განვითარდა, რომ ძვ.წ. III საუკუნეში სვანური ოქროთი მოიჭრა ალექსანდრე მაკედონელისა და მისი სარდლის, ლისამაქეს 6-გრამიანი მონეტების მინაბაძები. საქართველოში ასეთი 400 მონეტაა აღმოჩენილი, მათგან 390 - სვანეთში, საქარავნე გზების ტერიტორიებზეა ნაპოვნი. ამ ფულს ისეთი ძალა ჰქონდა, რომ დაახლოებით 4 საუკუნე იყო მიმოქცევაში.

პირველი ექსპედიცია სვანეთის ოქროს დასაზვერად 1887 წელს  რუსმა სამთო სპეციალისტმა სიმონოვიჩმა მოაწყო, რომელმაც რამდენიმე თვითნაბადი ოქროს ზოდი იპოვა; 1932 წელს, სვანეთში, რუსმა კოვალევსკიმ ადგილობრივი ოქროთი ნაკეთები ვერძის ქანდაკებაც აღმოაჩინა.

 Open photo

ჭუბერი უძველეს განძთსაცავად დღესაც ითვლება; აქ ისევ ცოცხლობს ლეგენდა, რომ ლაჟყვარას სალოცავი თავისი მიწისქვეშა განძთსაცავიანად მიწაში ჩაიქცა და თან უთვალავი განძი ჩაიყოლა, მათ შორის, ოქროს ჯაჭვშებმული ოქროს ვერძიც. უმდიდრესად ითვლება ხაიშის უძველესი განძთსაცავიც, სადაც ოქროს მძივებით მორთული ოქროს კოშკურა სახლის ქანდაკება აღმოჩნდა. მის სახურავზე მტრედები სხედან, წინ წამოწეულ პატარა ბაქანზე კი ადამიანის 2 ოქროს ფიგურა დგას.  სვანეთში ასეთი უამრავი ნაკეთობაა ნაპოვნი.

1939-44 წლებში ენგურის პირას რუსეთმა ოქროს დამმუშავებელი საწარმო ("გრუზზოლოტო") გახსნა, პარალელურად კი სავაჭრო "პუნქტები", სადაც ხალხი ოჯახებში შენახულ ოქროს საუკუნოვან ნივთებს გროშებად აბარებდა.

როგორ მოიპოვებოდა ოქრო?

მას შემდეგ, რაც ოქროს მომპოვებლები ენგურის ტოტს პატარა ხის კალაპოტით მდინარეს გამოარიდებენ, წყლის ნაკადს წვრილად გახვრეტილ გობს (ადრე ის ხის იყო, ახლა ლითონისაა) დაუხვედრებენ, რომელზეც მსხვილი კენჭები რჩება, ტალახიანი ქვიშა კი ნახვრეტებში გადის. აი, სწორედ ამ ტალახიან ქვიშას გაჰყვება ოქროს მისხალები, რომლებიც გობის ძირას დაფენილ ცხვრისმატყლიან ტყავზე დაედინება. ბეწვი ოქროს ყველაზე ძლიერ წებოზე მეტად იკრავს. მერე ამ ტყავს გააშრობენ, ოქროიან ქვიშას გააცლიან და სხვადასხვა ხერხით აცალკევებენ სხვა მინარევებისაგან - ეს ხალხი ამ ცოდნას ზუსტად იმდენივე ათასწლეული ხვეწდა, რა დროიდანაც თავის მთებში ოქრო იპოვა.

ამერიკის ოქროს ინსტიტუტი ყოველწლიურად აქვეყნებს ოქროს მომპოვებელი 300 ქვეყნის სტატისტიკას. მათ შორის საქართველოცაა. მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითნაბადი ოქრო - ჰოლტერმანის ფილაა.

სად არის ოქროს ყველაზე დიდი მარაგები საქართველოში?

საქართელოში ასეთ ადგილი ბოლნისის მადნიანი ველია და ზოგადად, სამხრეთ საქართველო, გარდა ამისა, სვანეთში, სოფელ იელშიც გვაქვს ქვიშრობული ოქროს საკმაო მარაგი. იქ ეს მარაგი ჩინურმა კომპანიამ მოიძია, მაგრამ ადგილობრივებთან გარკვეული პრობლემების გამო ამჟამად ვერ მუშაობენ.

Open photo

ქართული ოქრო საკმაოდ ხარისხიანია. ამბობენ, რომ ოქროს, როგორც ადამიანს, თავისი გენეტიკური კოდი აქვს, რომლის დადგენაც თურმე საკმაოდ იოლი ყოფილა. ქართული ოქროს გარჩევაც ადვილია.

სხვათა შორის, პატარა ქვეყნისთვის ოქროს საკმაო რაოდენობა გვაქვს. ბიუჯეტის შემოსავლებშიც ოქროს და წიაღისეულს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მთელ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვეყანა ოქროს მოპოვების მხრივ არის რუსეთი, მას მოსდევს სამხრეთ აფრიკა, კანადა, ავსტრალია - ეს ქვეყნები ოქროს მსხვილი მომპოვებლები არიან. მართალია, მათ ვერ შევედრებით, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მასშტაბებიდან გამომდინარე, ოქროს საკმაო მარაგი გვაქვს. თანაც, გვაქვს პერსპექტიული უბნები, რომლის გამოკვლევამ საკმაოდ კარგი შედეგი უნდა მოგვცეს.

რომელი ადგილებია ამ მხრივ გამორჩეული?

პირველ რიგში, კავკასიონის სამხრეთი ფერდი - სვანეთიდან და რაჭიდან დაწყებული ზოლი, რომელიც ლამის, კახეთამდე მიდის. კავკასიონის სამხრეთ კალთებზე გამომავალ მდინარეებში ბევრ ადგილას არის ოქროს ნიშნები, რომელიც ამ მდინარეების ქვიშას მოაქვს. პერსპექტიულია თრიალეთის ქედზე არსებული ღაღვი-გუჯარეთის უბანი - ადიგენის მუნიციპალიტეტიდან წალკის მუნიციპალიტეტამდე. მასში შედის ხაშურის, ბორჯომის და ქარელის ტერიტორიაც.

Open photo

 

დღის ამბები