09 აგვისტო 2026,   14:57
ვრცლად
ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონში, უსახური ნაგებობებისა და თვითნებურად აშენებული ავტოფარეხების დემონტაჟის შემდგომ, 2 500 კვ.მ-ზე სკვერისა და საპარკინგე ადგილების მოწყობა დაიწყო

სამგორის რაიონის გამგეობა რეკრეაციული სივრცეების მოწყობას განაგრძობს. ამჟამად, ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონში, N407 კორპუსის მიმდებარედ, მოსახლეობასთან კოორდინაციით, უსახური ნაგებობებისა და თვითნებურად აშენებული ავტოფარეხების დემონტაჟის შემდგომ, 2 500 კვადრატულ მეტრზე სკვერისა და საპარკინგე ადგილების მოწყობა დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, მაქსიმალურად შენარჩუნდება მრავალწლიანი ნარგავები, დამონტაჟდება განათება და სივრცე აღიჭურვება მოსასვენებელი ფურნიტურით. პროექტის განსახორციელებლად, სამგორის რაიონის ბიუჯეტიდან 306 000 ლარი დაიხარჯება.

დღის ამბები