18 აგვისტო 2026,   19:23
ვრცლად
გიგა ფარულავა კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების შესახებ მომზადებულ ცვლილებაზე: ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციით განსაზღვრულ გამოხატვის თავისუფლებას

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრის, გიგა ფარულავას განცხადებით, კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების შესახებ მომზადებული ცვლილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციით განსაზღვრულ გამოხატვის თავისუფლებას.

როგორც ფარულავამ "ღამის კურიერში" აღნიშნა, ქვეყანაში სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის კანონმდებლობა უკვე ისედაც არსებობს, ხოლო დაინიცირებულ ცვლილებაში დეფინიციები იმდენად ზოგადია, რომ შესაძლოა ის ნებისმიერი პირის წინააღმდეგ "არაობიექტურად და უხეშად იყოს გამოყენებული".

"რაზეც "ოცნება" საუბრობს, არის პროპაგანდის ნაწილი, რათა "გააპრაონ" თავიანთი რეპრესიული კანონმდებლობა. ეს არ ეხება მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის მიმართულებით შემოტანილ ინიციატივას, ეს ეხება გრანტების შესახებ კანონში დაინიცირებულ ცვლილებებსა და მთელ საკანონმდებლო პაკეტს. კიდევ ერთხელ ვამბობთ, რასაც თავიდანვე ვამბობდით, როდესაც მოხდა ამ კანონმდებლობის დაინიცირება - ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციით განსაზღვრულ გამოხატვის თავისუფლებას.

სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, სახელმწიფოს გადატრიალება იქნება ეს, საბოტაჟი, თუ სხვა მძიმე დანაშაულები, დღესაც, ჩვენი მოქმედი კანონმდებლობით არის დანაშაული, რითაც მკაფიოდ, ეფექტურად შეუძლიათ სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებს გამოიყენოს, დანაშაულის არსებობის შემთხვევაში.

ჩვენდა სამწუხაროდ, ამ კანონმდებლობაში წარმოდგენილი შესაბამისი განმარტებების დეფინიციები, ინტერპრეტაციის საფუძველზე, იმდენად გაფართოებულია და არ არის დაკონკრეტებული, რომ მათ შეუძლიათ, ინტერპრეტაციის საშუალებით, ნებისმიერი მოქალაქის, ჯგუფის მიმართ - იქნება ეს პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი აქტივობა, უხეშად, არაობიექტურად გამოიყენონ ეს კანონმდებლობა", - განაცხადა გიგა ფარულავამ.

დღის ამბები