უკრაინის ანტიკორუფციულმა უწყებებმა, ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს, ჰერმან გალუშჩენკოს ბრალი წარუდგინეს. მას დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობასა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ.
გამოძიების მიხედვით, ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული მაქინაციებით დაჯგუფებამ 2021-25 წლებში 112 მილიონზე მეტი მიითვისა. ექს-მინისტრი ქვეყნის დატოვებას მატარებლით ცდილობდა, რა დროსაც ის საზღვარზე აიყვანეს.