18 ივნისი 2026,   20:10
ვრცლად
ქვეყანა ბირთვულ პროექტს უნდა შეუერთდეს და პოლონეთმა ამ მიმართულებით მუშაობა უნდა დაიწყოს - კაროლ ნავროცკი

კაროლ ნავროცკი აცხადებს, რომ ქვეყანა ბირთვულ პროექტს უნდა შეუერთდეს და პოლონეთმა ამ მიმართულებით მუშაობა უნდა დაიწყოს. განცხადება პოლონეთის პრეზიდენტმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.

ნავროცკი განმარტავს, რომ ბირთვული შეიარაღების ფლობის სურვილისა მიზეზი, ქვეყნის საზღვართან მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტია. მედია წერს, რომ პოლონეთმა არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, საკუთარ ტერიტორიაზე ამერიკული ბირთვული იარაღი განეთავსებინა — მსგავსი წინადადებით ქვეყნის წინა პრეზიდენტი ანჯეი დუდა 2025 წლის გაზაფხულზე გამოვიდა.

დღის ამბები