უკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი საზღვრის კვეთის მცდელობის დროს დააკავეს. მედიის ინფორმაციით, ის ქვეყნიდან გასვლას მატარებლით ცდილობდა.
გერმან გალუშჩენკო სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიიდან სახსრების მიტაცების საქმეში ფიგურირებს. ყოფილი მაღალჩინოსანი, ენერგეტიკის მინისტრის პოზიციას 2021-2025 წლებში იკავებდა, გასული წლის ივლისში კი ვოლოდიმირ ზელენსკიმ ის იუსტიციის მინისტრად დანიშნა.
ენერგეტიკის სფეროში საბიუჯეტო თანხების მითვისების საქმეზე, რომელშიც უკრაინის მთავრობისა და ქვეყნის პრეზიდენტის უახლოეს გარემოცვის წევრები მონაწილეობდნენ, ათობით პირია დაკავებული.
ანტიკორუფციული ბიუროს მონაცემებით, სკანდალური საქმის ეპიცენტრში ზელენსკის ბიზნესპარტნიორი და მეგობარი ტიმურ მინდიჩია, რომელმაც ქვეყანა დატოვა. გამოძიების მონაცემებით, საუბარია 100 მილიონი დოლარის მითვისებაზე.