18 ივნისი 2026,   20:10
ვრცლად
შეცვალეს "გრანტების შესახებ" კანონი, რომელიც კრძალავს უცხოური ფულის მიღებას იმდენად, რომ თუ მინდა, დაბადების დღის საჩუქარი გავუგზავნო ჩემს ქართველ გერებს, ეს შეიძლება, იყოს კრიმინალური - ლორა თორნტონი

"ჰელსინკის კომისიაში" საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა. პანელურ დისკუსიას არ ესწრებოდა და მასში არ მონაწილეობდა ჰელსინკის კომისიის არცერთი წევრი კონგრესმენი ან სენატორი. ბრიფინგზე საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირა ლორა თორნტონმა, რომელიც მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამის უფროსი დირექტორი.

საქართველოს "ენ დი აის" ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი და მაკკეინის ინსტიტუტის მოქმედი სპეციალისტი მხარს აქტიურად უჭერს ოპოზიციას. თორტონი აქციების ორგანიზების მოწოდებითაც ხშირად გამოდის და აქტივისტებს ურჩევს, პროტესტისთვის უფრო რადიკალური ფორმა გამოიყენონ - მაგალითად, სახელმწიფო უწყებებთან ნაკელი დაყარონ; აღსანიშნავია, რომ თორნტონი ებრძვის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი სექსუალური მოძალადეა.

ჰელსინკის კომისიის მოსმენაზე ლორა ტორტონმა განაცხადა, რომ, უცხოური აგენტების შესახებ კანონის ამოქმედების მიუხედავად, რომელმაც დონორებისგან ფულის მიღება გაართულა, სპონსორებმა იპოვეს კრეატიული საშუალებები დახურულ საზოგადოებებში ორგანიზაციების დაფინანსებისთვის და რომ არსებობს გზები საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის ფინანსების მისაწოდებლად.

"დონორებმა იპოვეს კარგი გზები დახურულ საზოგადოებებში ფინანსების შესატანად, ეს არ არის შეუძლებელი, ეს სარისკოა, მე ბელარუსში, აზერბაიჯანსა და რუსეთში მიმუშავია ამ მიმართულებით და დონორის მხრიდან დიდი სიფრთხილეა საჭირო, ზოგჯერ ეს უბრალოდ შეუძლებელია, აშკარად შეკვეცილია ფულის დინება საქართველოსკენ, მაგრამ არა შეუძლებელი, მეტს არ ვიტყვი.

ჩვენ ეს კარგად გამოგვდის, ამერიკის შეერთებულ შტატებს, NDI – ს, გერმანულ მარშალის ფონდს, სოროსს და სხვა ჯგუფებს, საკმაოდ დახურულ ქვეყნებში შეგვიძლია შეღწევა და პატარა სამოქალაქო ჯგუფების მხარდაჭერა, არ მსურს ჩვენი შესაძლებლობები და ტაქტიკა გავთქვა მაგრამ დახურულ გარემოში საჭირო ხალხის მხარდაჭერა შეგვიძლია, ადაპტაციის უნარი გვაქვს. საქართველოში

შეცვალეს "გრანტების შესახებ" კანონი, რომელიც კრძალავს უცხოური ფულის მიღებას იმდენად, რომ თუ მინდა, დაბადების დღის საჩუქარი გავუგზავნო ჩემს ქართველ გერებს, ეს შეიძლება, იყოს კრიმინალური, რადგან ისინი ყოველ საღამოს პროტესტს გამოხატავენ", - აცხადებს მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამის უფროსი დირექტორი; თბილისში NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი ლორა თორნტონი.

მოსმენა ჰელსინკის კომისიის გარშემო აგორებული კორუფციული სკანდალის ფონზე გაიმართა, რომელიც ამერიკელი ჟურნალისტის საგამოძიებო მასალის გამოქვეყნებას მოყვა. მაიკლ შელენბერგერმა გაასაჯაროა მასალები, რომელიც ჰელსინკის კომისიის დანაშაულებრივ საქმიანობას ეხება. საუბარია მართლმსაჯულების ხელის შეშლისა და ფინანსური მაქინაციების არაერთ ფაქტზე. სკანდალის ეპიცენტრში კი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე როჯერ უოკერია.

"ქართული ოცნების" წევრებმა უნდა გაიგონ, რომ ისინი არასტაბილურობის წინაშე იქამდე იქნებიან, ვიდრე სამართლიანი პოლიტიკური პროცესისთვის მზადყოფნას არ გამოხატავენ.

"საქართველო პატარა ქვეყანაა, ძალიან აქტიური საზოგადოებით, რომელმაც მრავალი მძიმე პერიოდი გადაიტანა. როგორი რთულიც არ უნდა ყოფილიყო ეს პერიოდები, ქართული საზოგადოება ყოველთვის უფრო ძლიერი გამოდიოდა მათგან", - აცხადებს ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მკვლევარი ოლესია ვართანიანი.

დღის ამბები