ჰელსინკის კომისია, რომელიც კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა, დღეს საქართველოში არსებული ვითარების შესახებ იმსჯელებს. სახელმწიფო დეპარტამენტის და კონგრესის ყოფილი მაღალჩინოსანი სტივენ შრაგე, "ჰელსინკის კომისიის" ლიდერების და თანამშრომლების მხრიდან სისტემურ კორუფციაზე და არაეთიკურ ქმედებებზე საუბრობს. შრაგეს მიერ გავრცელებულ მასალებში, საუბარია კომისიის წევრების რასობრივ, სექსუალურ და ანტისემიტურ ქმედებებზე. ნახსენებია ეფშტეინის ფაილებიც.
პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრის გიორგი სიორიძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის კონგრესში არსებობს ასეთი კომისია, რომელიც არის დაკავებული საქართველოს საკითხებით.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის კონგრესში არსებობს ასეთი კომისია, რომელიც არის დაკავებული საქართველოს საკითხებით, რომელიც იცნობს ჩვენი ქვეყნის პრობლემებს და ბუნებრივია მათ აქვთ ზუსტი შეფასება, ადეკვატური პასუხი იმ ვითარებაზე, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" საქართველოში თავისი ქმედებებით გამოიწვია“, - აცხადებს პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი სიორიძე.
ავტორი: ნანა გოგატაძე