11 აგვისტო 2026,   23:58
ვრცლად
"ჯანსაღ დისკუსიაში იბადება ჭეშმარიტება, ასეთი დისკუსიები ხელს უწყობს საზოგადოებაში სწორი მუხტის ჩამოყალიბებას, საზოგადოების გაერთიანებას და, შესაბამისად, ჩვენ ამ ფორმატს მივესალმებით" - პრემიერი დებატების მნიშვნელობაზე

საქართველოს პრემეირ-მინისტრმა, "რუსთავი 2-ის" ეთერში, დებატების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დისკუსიის ფორმატის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია. 

გადაცემაში "დებატები" პრემიერ-მინისტრმა ფასებზეც ისაუბრა. 

"ძალიან მნიშვნელოვანია დისკუსიის ფორმატის გახსნა. საბოლოო ჯამში, ჯანსაღ დისკუსიაში იბადება ჭეშმარიტება და გარდა ამისა, ასეთი დისკუსიები ხელს უწყობს საზოგადოებაში სწორი მუხტის ჩამოყალიბებას, საზოგადოების გაერთიანებას და შესაბამისად, ჩვენ ამ ფორმატს მივესალმებით.

რაც შეეხება უშუალოდ პრობლემას, 86% არის ჯამური ფასნამატი დისტრიბუციის დონეზე და შემდეგ ქსელური მაღაზიების დონეზე, რაც ვფიქრობ, რომ არის მაღალი მაჩვენებელი და მიგვაჩნია, რომ ამ პროცენტული მაჩვენებლის შემცირება შესაძლებელია.

ასევე, მინდა დამატებით კონკრეტული სტატისტიკური მაჩვენებლები გითხრათ: მაგალითად, საშემოსავლო გადასახადი - 2012 წელთან შედარებით, 4.7-ჯერ არის გაზრდილი ჩვენი მოქალაქეების შემოსავლები ლარში ამ პერიოდის განმავლობაში და როდესაც ასე იზრდება ადამიანების შემოსავლები, სურსათზე ხარჯების წილი ლოგიკურად უნდა შემცირდეს - ეს არის მარტივი ეკონომიკური ლოგიკა", - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

დღის ამბები