ყოფილი ევროკომისრის და აშშ-ში ბრიტანეთის ყოფილი ელჩის, ლორდ პიტერ მენდელსონის სახლებში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა.
რეიდები უილტშირში და ლონდონის სამხრეთით მდებარე უბანში ჩატარდა. მედია წერს, რომ შესაძლოა, მენდელსონი ეჭვმიტანილი იყოს ბრიტანეთის მთავრობის კონფიდენციალური ინფორმაციის მისი მეგობრისთვის, ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინისთვის გადაცემაში.
ეპშტეინთან კავშირების გამო, ლორდმა რამდენიმე დღის წინ ინგლისის ლეიბორისტული პარტია დატოვა.