18 ივნისი 2026,   19:53
ვრცლად
The Wall Street Journal: ირანი უარს აცხადებს ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე

ირანი უარს აცხადებს ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე - ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, მასკატში, ომანის შუამავლობით გამართულ შეხვედრაზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკელ დიპლომატებს განუცხადა, რომ თეირანი ურანის გამდიდრების შეწყვეტას არ დათანხმდება.

საკითხს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი ძალიან დაინტერესებულია შეთანხმების გაფორმებით.

"ძალიან კარგი მოლაპარაკებები გვქონდა ირანთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ირანს ძალიან უნდა შეთანხმების გაფორმება. ვნახოთ, როგორი იქნება ეს გარიგება, თუმცა, ვფიქრობ, ირანის სურვილი სახეზეა. აქ ერთი რამ თავიდანვე ცხადია, - არავითარი ბირთვული იარაღი. რომ შეგვძლებოდა, ამ შეთანხმებას ორი წლის წინ გავაფორმებდით, თუმცა მაშინ ამისთვის მზად არ იყვნენ, ახლა კი მზად არიან," - აცხადებს ტრამპი.

დღის ამბები