ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოცე პაკეტი წარადგინა. ევროკომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი შემზღუდავი ზომები მიზანში იღებს ნავთობს, ბუნებრივ აირს, ჩრდილოვან ფლოტს, საბანკო სექტორს, კრიპტოვალუტას და მეტალებით ვაჭრობის სფეროებს. სასანქციო სიაში მოხვდა 20 რუსული ბანკი.