18 ივნისი 2026,   20:09
ვრცლად
"ეს არის პოლიტიკური თავდასხმა" - ილონ მასკი პარიზის პროკურატურის მიერ X-ის ოფისებში ჩატარებულ ჩხრეკაზე

"ეს არის პოლიტიკური თავდასხმა" - ასე გამოეხმაურა ილონ მასკი საფრანგეთში, X-ის ოფისებში პარიზის პროკურატურის კიბერდანაშაულის დანაყოფის და ევროპოლის ერთობლივ რეიდებს.

ცნობისთვის, პარიზის პროკურატურამ პლატფორმა X-ის ოფისებში, კიბერდანაშაულის გამოძიების ფარგლებში, ჩხრეკა ჩაატარა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სატელეფონო საჩივრების საფუძველზე გაფართოვდა, რომლებიც საიტის ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტს, Grok-ს ეხება.

გამოძიების ფარგლებში, გამომძიებლები შეისწავლიან მათ შორის, ბავშვთა პორნოგრაფიული შინაარსის გამოსახულებების შექმნის საკითხს და სხვა შესაძლო დანაშაულებს.

 

 

 

დღის ამბები