18 ივნისი 2026,   19:53
ვრცლად
მიუნხენში საზოგადოებრივი ავტობუსი შენობას შეეჯახა - დაიღუპა 13 წლის მოზარდი, არიან მძიმედ დაშავებულები

გერმანიაში, მიუნხენში, საზოგადოებრივი ავტობუსი შენობას შეეჯახა, რის შედეგადაც 13 წლის გოგო დაიღუპა, 18 ადამიანი კი დაშავდა. ინფორმაციას BILD-ი ავრცელებს.

გერმანული მედიის ცნობით, ავტობუსმა კონტროლი დაკარგა, გზიდან გადავიდა და შენობის ფასადსა და ბეტონის კედელს შეეჯახა.

მიუნხენის სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა BILD-ს მომხდარი დაუდასტურა და განუცხადა: "ავარიის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა. თვრამეტი მგზავრი დაშავდა, ზოგი მძიმედ".

მედიის ინფორმაციით, ავარიის დროს მოზარდი მძღოლის უკან იჯდა. ის ადგილზე გარდაიცვალა. ავარიის საქმესთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

 

დღის ამბები